ახალი ამბები

გაერთიანებული კიბერ-დაცვა 1.0: SOC მომსახურება ტექნოლოგიების მიღმა

გამოსაქვეყნებლად: 06.11.2015 14:00 | კატეგორია: პრეს-რელიზი | წყარო: http://

კომპანია ISSP-იმ,  კომპანია HP -ის მხარდაჭერითა  და HP -ის ტექნიკურ პარტნიორითან- SOC Prime -თან ერთად, ჩაატარა კონფერენცია-სემინარი „გაერთიანებული კიბერ-დაცვა 1.0: SOC მომსახურება ტექნოლოგიების მიღმა ".

ღონისძიებაზე, კომპანიების ექსპერტებმა წარმოადგინეს ინფორმაცია SIEM  სისტემის გლობალური და ადგილობრივი გამოცდილების  შესახებ, იმ ძირითად სირთულეებზე რომელიც ახლდა ინფორმაციული უსაფრთხოების ინციდენტების ანალიზის მდგრადი პროცესის მოწყობას 90+ SIEM პროექტის განხორციელებისას და როგორ უნდა მოხდეს ამ სიძნელეების დაძლევა.

კომპანია ISSP-იმ, წარმოადგინა საქართველოში პირველი კომერციული „Security Operation Center“ (SOC), რომელიც მომხმარებელს აძლევს საშუალებას ისარგებლოს მსოფლიოს საუკეთესო ტექნოლოგიებით, რითიც ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის ხარჯების შემცირება  ხდება შესაძლებელი და ამასთანავე   ინვესტიციების ეფექტურ ზრდას უწყობს ხელს. ასევე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იმას, თუ როგორ შეძლებენ მომხმარებლები SOC სერვისების გამოყენებით პრიორიტეტულ ამოცანებზე ფოკუსირებას და უსაფრთხოების მენეჯერების სამუშაო დროის ოპტიმიზაციას.

სპეციალისტებმა დეტალურად განიხილეს Threat Intelligence-ის გამოყენებით, როგორ შეიძლება ახალი საფრთხეებისგან დაცვის ხარისხის ამაღლება, პროაქტიული ბრძოლა უცნობ საფრთხეებთან, მიზნობრივ კიბერ თავდასხმებთან და თაღლითობასთან საბანკო სექტორში, რომელიც ვრცელდება საქართველოს ინტერნეტ სივრცეში.

ღონისძიება ჩატარდა არაოფიციალურ გარემოში, სადაც მსმენელებს შესაძლებლობა ჰქონდათ პასუხი მიეღოთ მათვის საინტერესო კითხვებზე და დაეგემოვნებინათ სხვადასხვა სახეობის ლუდი.

მომდევნო ნაბიჯი

მოთხოვნის გაგზავნა

ხელმოწერა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად

სიახლეების მისაღებად გთხოვთ მიუთითოთ ელ-ფოსტა