ახალი ამბები

Cisco Beer Club Tbilisi

კომპანია ISSP-იმ კომპანია Cisco Systems -სთან ერთად ჩაატარა ყოველწლიური, საგაზაფხულო სემინარი, რომელიც კორპორატიული ქსელის უსაფრთხოების ძირითად პრობლემებსა და გამოწვევებს ეძღვნებოდა.

გამოსაქვეყნებლად: 28.05.2015 0:00 | კატეგორია: პრეს-რელიზი | წყარო:

კორპორატიული IT ინფრასტრუქტურის ინფორმაციული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და  ეფექტური მართვისთვის, საჭიროა  ახალი გადაწყვეტილებები, რომელიც უზრუნველყოფს  წვდომის პოლიტიკის შესრულებას, IT ინფრასტრუქტურასთან წვდომის აუდიტს, ნორმატიული მოთხოვნების დაცვის მონიტორინგს და დეტალური ინფორმაციის შეგროვებას ყველა ქსელის ურთიერთქმედების შესახებ.

მომხსენებლებმა წარმოადგინეს NGIPS, Cisco ASA NGFW სისტემები- FirePOWER ახალი თაობის, მოწყვლადობის სერვისთან ერთად. აჩვენეს, თუ როგორ ხდება ინტერფეისთან და სისტემასთან  მუშაობა და რეალურ დროში თავდასხმების განეიტრალების დემონსტრირება მოახდინეს.

სემინარზე განიხილა  სხვადასხვა ქსელურ მოწყობილობებთან წვდომის პრობლემები Cisco ISE საფუძველზე, ინტერნეტისა და კორპორატიული ელექტრონული ფოსტის ტრაფიკის უსაფრთხოების საკითხები Cisco WSA & ESA თანამედროვე გადაწყვეტილებების მეშვეობით.   

ღონისძიებაზე ასევე განიხილა ინფრასტრუქტურაში, ქსელური მოწყობილობების Cyber ​​Threat Defense-ის დახმარებით ანალიზის ჩატარების საკითხები. ვინაიდან ქსელის უსაფრთხოება სპეციალურად დაწერილი, დაფარული საბრთხეების მუდმივი რისკის ქვეშაა, რომელთაც ადვილად შეუძლიათ თავი აარიდონ ტრადიციულ დაცვის მეთოდებს, სწორედ Cyber ​​Threat Defense გადაწყვეტილება უზრუნველყოფს ამ საფრთხეების მაღალი დონის გამჭვირვალობას და ქსელის საეჭვო ტრაფიკის გამოვლენას.

ღონისძიება  საინტერესო და თბილ გარემოში ჩატარდა და სხვადასხვა სახეობის ლუდის დეგუსტაციით დასრულდა.

მომდევნო ნაბიჯი

მოთხოვნის გაგზავნა

ხელმოწერა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად

სიახლეების მისაღებად გთხოვთ მიუთითოთ ელ-ფოსტა