ახალი ამბები

HP ESP ღონისძიება კაჭრეთში

ამაწლის 22-23 მაისს, კაჭრეთში, სასტუმრო ამბასადორში, ჩატარდა კომპანია ISSP-ისა და მისი პარტნიორი კომპანიების HP -ის რეგიონალური და საერთაშორისო გუნდისა და მუკის (HP ESP გადაწყვეტილებებსი ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში) ორ დღიანი ერთობლივი ღონისძიება, რომელიც ეძღვნებოდა HP -ის მიერ შემუშავებულ IT უსაფრთხოების გადაწყვეტილებებს.

გამოსაქვეყნებლად: 22.05.2015 0:00 | კატეგორია: პრეს-რელიზი | წყარო: http://

დინამიურად განვითარებადი ინფორმაციული ტექნოლოგიები ითვალისწინებს ბიზნესის არა მხოლოდ მზარდ მოთხოვნებს, არამედ გარე თავდასხმების უსაფრთხოების პრევენციის უმაღლეს დონეს, ვინაიდან კიბერთაღლითობა - ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ პრობლემას წარმოადგენს, რომელსაც მრავალი ორგანიზაცია აწყდება. 2000 წლიდან, HP ლიდერის პოზიციას იკავებს თავისი უსაფრთხოების უზრუნველყოფის კომპლექსური მიდგომით დიდი ორგანიზაციების ინფორმაციულ ტექნოლოგიებში.

მაღალი კვალიფიკაციის მქონე უცხოელმა მომხსენებლებმა ისაუბრეს კიბერუსაფრთხოების სფეროში HP ArcSight , HP TippingPoint და HP Fortify გადაწყვეტილებების ინოვაციებსა და განსაკუთებულ მახასიათებლებზე.

მსოფლიო ბაზარი გვთავაზობს ფართო, მრავალფეროვან ე.წ. ინფორმაციული უსაფრთხოებისა და მოვლენათა მართვის სისტემებს (SIEM), რომლებიც საქართველოს ბაზარზე არსებულმა კომპანიებმა სათანადოდ შეაფასეს. ძირითადად SIEM და SIM სისტემები გამოიყენება მონიტორინგის, მართვის, ინფორმაციული სისტემების მოვლენების ანალიზისა და შენახვისთვის, რომლებიც ძირითადად დაკავშირებულია ინფორმაციული უსაფრთხოების სფეროსთან, მაგრამ ArcSight SIEM სისტემა თითქმის შეუზღუდავი კორელაციის შესაძლებლობით სცდება სტანდარტულ ფორმებს. ასეთი უპირატესობების წყალობით, ოფიციალური სტატისტიკის და კომპანია ISSP-ის მომხმარებლების გამოხმაურების მიხედვით , იგი  უდავო ლიდერია.

როგორც ძირითადი მოდული ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის პროცესში, ArcSight არ არის საკმარისი გაზრდილი საფრთხეებს სრული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფდ. მობილური მოწყობილობების პოპულარობის, ახალი შესაბამისობის მოთხოვნების წარმოქმნის და გასართობი პროგრამების ფართოდ გამოყენების გამო, უსაფრთხოების მენეჯერებს უწევთ გაუმკლავდნენ დიდი რაოდენობით რისკებს. მომავალი თაობის ქსელის უსაფრთხოების გადაწყვეტილებები HP TippingPoint უზრუნველყოფს აპლიკაციების, ქსელისა და მონაცემების მოქნილ და მოდულარულ დაცვას,  თანამედროვე გავრცელებული თავდასხმებისგან. მაგრამ ყველაზე ეფექტური გზა, მაღალი დონის უსაფრთხოების მისაღწევად, არის პროგრამული უზრუნველყოფის უსაფრთხოების პრევენცია ადრეულ ეტაპზე. 80% -ზე მეტი დღევანდელი ხარვეზებისა გამოწვეულია პროგრამისტების მიერ დაშვებული დაუცველი კოდის გამო. HP Fortify ეფექტურად იცავს კლიენტის ინტელექტუალურ საკუთრებას და კონფიდენციალურობას; უზრუნველყოფს პროგრამული უზრუნველყოფის უსაფრთხოების პრევენციას ადრეულ ეტაპზე, მაშინ როდესაც თავდასხმის თავიდან აცილება ბევრად იოლია და ნაკლებ ხრჯს მოითხოვს. HP Fortify გადაწყვეტილება საფრთხეების თავიდან აცილების მიზნით იყენებს  მიმდინარე კვლევებისა და ანალიზის შედეგებს, რომლებიც  დაკავშირებულია პროგრამული უზრუნველყოფის უსაფრთხოებასთან და უზრუნველყოფს ნორმატიული მოთხოვნების შესაბამისობას და შიდა პოლიტიკის შესრულებას.

მომხსენებლებმა HP ESP გადაწყვეტილებების დემონსტრირება მოახდინეს, რათა თვალნათლივ  წარმოეჩინათ მათი განსაკუთებული მახასიათებლები და უპირატესობები.

HP ESP ღონისძიებას საქართველოს ბაზრის წამყვანი კომპანიების წარმომადგენლები დაესწრნენ  საბანკო, სამთავრობო და მსხვილი ბიზნესის სექტორიდან.

HP ESP ღონისძიება დასრულდა კაჭრეთის ამბასადორის მარნის ღვინის დეგუსტაციით და ჩემპიონთა სადილით რესტორან ,,კაჭრეთის ჩემპიონში“ მინი გოლფის ტურნირში გამარჯვებულების საპატივსაცემულოდ.

 

ახალი ამბები

ღონისძიებები

მომდევნო ნაბიჯი

მოთხოვნის გაგზავნა

ხელმოწერა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად

სიახლეების მისაღებად გთხოვთ მიუთითოთ ელ-ფოსტა