ახალი ამბები

IDC უსაფრთხოების ღონისძიება: HP ArcSight SIEM როგორც ინფორმაციის უსაფრთხოების ძირითადი ეკოსისტემა

2015 წლის აპრილში, კომპანია ISSP-იმ, HP საქართველოსთან ერთად, ღონისძიებაზე - “IDC IT Security Virtualization & Infrastructure Efficiency Roadshow 2015 Tbilisi” წარმოადგინა მოკლე ანგარიში- რამდენად ეფექტურად შეიძლება მოხდეს SIEM სისტემის გამოყენება ჰეტეროგენულ და რთულ IT ინფრასტრუქტურაში.

გამოსაქვეყნებლად: 28.04.2015 10:25 | კატეგორია: პრეს-რელიზი | წყარო: http://idc-cema.com/eng/events/60065-i...

სერგეი პოიატამ - ISSP ჯგუფის საოპერაციო მენეჯერმა - წარმოადგინა ინფორმაცია IT უსაფრთხოების ორგანიზაციული გამოწვევების შესახებ, თუ როგორ სირთულეს წარმოადგენს IT და IT უსაფრთხოების კონტროლი, როგორ უნდა განხორციელდეს მონიტორინგი და სწორად მართვა.

დღევანდელი რთული IT ინფრასტრუქტურა არ იძლევა  ეფექტურად მუშაობის საშუალებას, თუნდაც ორგანიზაციას ყავდეს საკმარისი სპეციალისტი, რომელთა ძირითადი მოვალეობა არის  IT და  IT  უსაფრთხოების ინციდენტების მართვა. მოვლენათა და საინფორმაციო უსაფრთხოების ინციდენტების მართვის სისტემების (SIEM ) დანერგვით, ორგანიზაციები შეძლებენ  IT ოპერაციების ეფექტურ მართვას  და ამასთანავე  შეამცირებენ რისკებსა და ხარჯებს. 

HP ArcSight - არაერთი წელია SIM და SIEM  ბაზრის ლიდერია. ArcSight-ის პროდუქციის ყოველი ახალი ვერსიით, ვენდორი უსწრებს თავის კონკურენტებს და  შეუზღუდავი კორელაციის ლოგიკის საშუალებას იძლევა.

ArcSight სისტემის ფუნქციონალურ და ტექნოლოგიურ უპირატესობებზე საუბრისას, ბატონმა პოიატამ  ანტი თაღლითობის მრავალარხიანი სისტემის  განვითარების ნათელი მაგალითი წარმოადგინა, რომელიც ArcSight SIEM პლათფორმის განუსაზღვრელ შესაძლებლობებს წარმოაჩენს სხვა პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენების გარეშე.

კომპანია ISSP-ის, SIEM სისტემის დანერგვის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს და იცის, თუ როგორ უნდა მოხდეს SIEM პროექტის რეალიზაცია ორგანიზაციის მოთხოვნების შესაბამისად. კომპანია ISSP-ს  კონსულტაცით, ყველაზე დიდმა დამკვეთებმა შიდა და გარე თაღლითობა 98% -ით შეამცირა.

უსაფრთხოების იდენტური ტექნიკის განვითარებით ნებისმიერ IT და IT უსაფრთხოების ინფრასტრუქტურაში, ორგანიზაციებს შეუძლიათ სრულყოფილი კონტროლის ავტომატიზირება.

 

სრული ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ IDC ღონისძიების ოფიციალურ გვერდზე >

 

Поиск по тегам:

მომდევნო ნაბიჯი

მოთხოვნის გაგზავნა

ხელმოწერა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად

სიახლეების მისაღებად გთხოვთ მიუთითოთ ელ-ფოსტა