ღონისძიებები

Interconnecting Cisco Networking Devices ნაწილი 1 (3.0)

გამოსაქვეყნებლად: 11.12.2017 11:00 | კატეგორია: ტრენინგი

ვინ შეიძლება დაესწროს კურსს:

ქსელის დამწყები ინჟინრები

ტექნიკური მხარდაჭერის ინჟინრები

ტექნიკური და საინჟინრო მომსახურების სპეციალისტები

სისტემური ადმინისტრატორები

 

კურსი წარმოადგენს Cisco Certified Network Associate Routing and Switching (CCNA) პროგრამის სასერტიფიკაციო ნაწილს.

 

საჭირო გამოცდილება

კომპიუტერის ცოდნა და უნარები

ოპერაციულ სისტემებთან მუშაობის საბაზისო ცოდნა

ინტერნეტთან მუშაობის საბაზისო ცოდნა

IP-ადრესაციის საბაზისო ცოდნა

 

კურსის მიზანი

ქსელური ტექნოლოგიების საფუძვლების აღწერა და მარტივი ქსელების გამართვა

ლოკალური ქსელების დაკავშირება ინტერნეტის ქსელთან

ქსელური მოწყობილობების მართვა  და მათი დაცვა

მცირე და საშუალო ზომის ქსელის გაფართოება WAN-ტექნოლოგიის დახმარებით

IPv6 პროტოკოლის მუშაობის საფუძვლების აღწერა

 

კურსის შინაარსი

ტრენინგზე მსმენელები მიიღებენ საჭირო ცოდნასა და უნარებს, მცირე და საშუალო ზომის IPv4/IPv6 ქსელების გამართვის, კონფიგურაციისა და მომსახურების შესახებ, მათ შორის LAN-კომუტატორების და მარშრუტიზატორების კონფიგურაციის ძირითად საკითხებზე, ქსელური მოწყობილობების მართვისა და ქსელის უსაფრთხოების ძირითადი საკითხების შესახებ. ტრენინგი მოიცავს შემდეგ საკითხებს: ქსელის მუშაობის  ზოგადი პრინციპები, Cisco-ს კომუტატორებისა და როუტერების მუშაობა, ლოკალურ ქსელებს შორის კავშირის დამყარება, (ACLs) წვდომის კონტროლის სიების მართვა,   ქსელური მოწყობილობების უსაფრთხოება, VLAN და Trunk ტექნოლოგიის გამოყენება, RIPv2 პროტოკოლის მუშაობა და სტატიკური მარშრუტიზაცია, IPv6 პროტოკოლის მიმოხილვა. დიდი ყურადღება მიექცევა ქსელში ხარვეზის მოძიებას, რაც მნიშვნელოვანია Cisco CCNA სასერტიფიკაციო გამოცდისათვის მოსამზადებლდ.

 

ტრენინგის ხანგრძლივობა: 5 დღე - 10.00 საათიდან  18.00 საათამდე

თარიღი: 11.12.2017 - 15.12.2017

 

 

დამატებითი კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ:

e-mail: ge@isspgroup.com

 

 

რეგისტრაცია

Interconnecting Cisco Networking Devices ნაწილი 1 (3.0)

(*)სავალდებულო ველი

მომდევნო ნაბიჯი

მოთხოვნის გაგზავნა

ხელმოწერა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად

სიახლეების მისაღებად გთხოვთ მიუთითოთ ელ-ფოსტა